2018-19
სასწავლო წლის 15
ოქტომბრიდან კორბოულის №2 საჯარო სკოლის
IX-X-XI-XII კლასებში ფუნქციონირებას იწყებს სამოქალაქო კლუბი ,,მძლევარი“ კლუბის ხელმძღვანელი:
სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა სისვაძე
მსურველებმა
რეგისტრაცია გაიარეთ
კლუბის ხელმძღვანელთან მიმდინარე წლის
15 ოქტომბრამდე
განცხადების
ფორმა სამოქალაქო კლუბში გაწევრიანების შესახებ
მოსწავლის
სახელი გვარი : ---------------------------------------------
კლასი:
----------------------------------------
სურვილი
მაქვს გავწევრიანდე კორბოულის მეორე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბში ,,მძლევარი“
ხელის მოწერა : ---------------------
თარიღი
: ---------------
სამოქალაქო კლუბის დებულება
კორბოულის N2 საჯარო სკოლა
თავი I
მუხლი 1.დებულებით რეგულირებული ურთიერთებები
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სამოქალაქო კლუბის
მუშაობის ძირითად პრინციპებს,საქმიანობის მიმართულებებს,კლუბის ლიდერის,წევრების უფლება-მოვალეობებს,ასევე
სამოქალაქო კლუბის საქმიანობის სფეროსა და
შედეგებს.
მუხლი 2. სამოქალაქო კლუბის მიზნები და ამოცანები:
სამოქალაქო კლუბის მთავარი მიზნებია:
1.ახალგაზრდების,როგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერება
და კლუბური ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა სკოლაში.
2.ახალგაზრდების დახმარება ცოდნის ამაღლებაში,დამიკიდებულებისა
და ქცევის შეცვლაში;
3.სამოქალაქო განათლებისა და თემის განვითარების ხელშეწყობა;
4.მოსწავლეებში სამოქალაქო უნარ-ჩვევების და პასუხისმგებლობის
ამაღლების ხელშეწყობა;
5.მოსწვალეთათვის პრატიკული უნარ-ჩვევების სწავლება
და გამომუშავება;
მუხლი 3.სამოქალაქო კლუბის ფუნქციები:
1.სამოქალაქო კლუბს აქვს საკონსულტაციო ფუნქცია ისეთ
საკითხებზე როგორიცაა:
1.
სკოლის სხვადასხვა შიდა და სათემო პრობლემის გადაწყვეტა
2.
მოსწავლეების ინტერესების დაცვა სკოლის ადმინისტრაციასთან
3.
სხვადასხვა სასკოლო და სკოლის გარეშე სათემო აქტივობების
ინიცირება და განხორციელება.
4.
ადგილობრივ თვითმმართვველობასთან თანამშრომლობა და ახალგაზრდების
ინტერესების დაცვა
2.სამოქალაქო კლუბის მოვალეობაა:
ა) განსჯა
ბ) რჩევა
გ) განხილვა
დ) დამტკიცება
მუხლი 4. სამოქალაქო კლუბის მოღვაწეობის პრინციპები
სამოქალაქოკლუბის მოღვაწეობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:კანონიერებას,ჰუმანიზმს,კეთილსინდისიერებას,სოციალურ
სამართლიანობას,დამოუკიდებლობას,კოლეგიალურობას.
სამოქალაქო კლუბი იმუშავებს 4 ძირითადი მიმართულებით:
1.საგანმანათლებლო ჯგუფი
2.საინფორმაციო ჯგუფი
3.სოციოლოგიური ჯგუფი
4.ადვოკატირების ჯგუფი
თითოეული ჯგუფი
კლუბის წევრებთან კონსულტაციების საფუძველზე შეადგენს სამოქმედო გეგმას და განახორციელებს
რიგ აქტივობებს.
საგანმანათლებლო ჯგუფის წევრები ორგანიზებას გაუკეთებენ
სადისკუსიო კლუბის შეხვედრებს,ტრენინგ-სემინარებს,თანატოლთა განათლების აქციებს.
საინფორმაციო ჯგუფი იმუშავებს ისეთ საკითხებზე,როგორიცაა
ინფორმაციის მოპოვება,დამუშავება,ანალიზი,გავრცელება.
სოციოლოგიური ჯგუფის წევრები ორგანიზებას გაუკეთებენ
კვლევებს მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ადვოკატირების ჯგუფი იმუშავებს საპროექტო წინადადებების
მომზადებაზე და დაამყარებს თანამშრომლობას სხვადასხვა ორგანიზაციებთან,მონიტორინგს
გაუკეთებს განხორციელებულ
სამუშაოებს და შეიმუშავებს
სამომავლო მოკლე და გრძელვადიან გეგმებს.
მუხლი 5.სამოქალაქო
კლუბის წევრი
სამოქალაქო კლუბის
წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე,რომელიც გამოთქვამს კლუბში გაწევრიანების სურვილს,იზიარებს
კლუბის მიზნებს,წარმოადგენს საკუთარ ხედვებს და წინადადებებს კლუბის ეფექტური საქმიანობის
წარმართვის მიზნით.
წევრობა არის ნებაყოფლობითი
და სამოქალაქო კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა რომელიმე გაერთიანების
წევრი.
კლუბის წევრობის
მსურველი ვალდებულია შეავსოს და ხელი მოაწეროს სამოქალაქო კლუბის წევრობის ანკეტას.სამოქალაქო
კლუბის წევრების ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით კლუბის წევრი შეიძლება გაირიცხოს
კლუბიდან,თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს ან უხეშად არღვევს მასზე
დაკისრებულ მოვალეობებს.
წევრთა უფლება-მოვალეობანი
სამოქალაქო კლუბის
წევრს უფლება აქვს.
ა)მონაწილეობდეს
კლუბის სამუშაო შეხვედრების მუშაობაში
ბ)შესაძლებლობების
შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის ღონისძიებებში
გ) მიიღოს ყოველგვარი
ინფორმაცია კუბის ლიდერისაგან და წევრებისაგან კლუბის საქმიანობის შესახებ.
დ)ისარგებლოს კლუბის
სახელით მესამე პირებთან მოლაპარაკებების დროს.
სამოქალაქო კლუბის
წევრი მოვალეა
ა)დაიცვას კლუბის
დებულება , და მის მიერ მიღებული გააწყვეტილებები.
ბ) გაუფრთხილდეს
კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს .
გ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში
და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ მუშაობაში .
მუხლი 6. სამოქალაქო
კლუბის ლიდერი
კლუბის ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე
კლუბის ლიდერის
კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და სკოლის ადმინისტრაციას.
კლუბის ლიდერის
უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და რძელდება შესაბამისად ახალი ლიდერის არჩევამდე.
კლუბის ლიდერი:
ა)წარმართავს კლუბის
საქმიანობას
ბ)ხელმძღვანელობს
და უძღვება სამუშაო შეხვედრებს
გ)წარმოადგენს კლუბს
სხვა პირებთან ურთიერთობაში
დ)კლუბის წევრებთან
ერთად ქმნის კლუბის გრძელ და მოკლევადიან სამუშაო გეგმას
ე)ხელმძღვანელობს
სამოქალაქო განათლების პროგრამების მუშაობას სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად
ვ)უზრუნველყოფს
საინფორმაციო კამპანიების,დებატების ორგანიზების სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე და
სათემო პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული აქტივობების,სპეციალური სტუმრების მიწვევის,ტრენინგების,სემინარების,სადისკუსიო
კლუბის შეხვედრების,ადვოკატირების კამპანისების დაგეგმვას და განხორციელებას.თითოეული
ღონისძიების დასრულების შემდეგ ამზადებს ანგარიშს
თავი II
დებულება ზოგადი
ეთიკის შესახებ
მოცემული დებულება
არეგულირებს სამოქალაქო კლუბის სამუშაო ეთიკის ნორმებს და ვრცელდება ყველა წევრზე
1. კლუბის
წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელს,უფრთხილდებოდეს მას
და ზრუნავდეს მის განვითარებაზე,თავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით არ ლახავდეს მას.
2. კლუბის
წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს და პატივსცემდეს კლუბის დებულებას.პატიოსნად
და ნაყოფიერად ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს
3. კლუბის
ყველა წევრი და ლიდერი უფლებამოსილია გონივრულად ისარგებლოს და გამოიყენოს კლუბის სახელი,კლუბის
პროგრამები,პროექტები განხორციელებული საქმიანობების ანგარიშები.
4. სამოქალაქოკლუბის
სახელის ბოროტად გამოყენება,სამუშაო პროცესში მიღებული შიდა ინფორმაციით მანიპულირება(მისი
არადროული გადაცემა,დაფარვა,საჯაროდ გავრცელება)პირადი მოგების მიზნით განიხილება უხეშ
დარღვევად.
სამოქალაქო
კლუბის სამუშაო პერიოდი
ა)სამოქალაქო კლუბის
სამუშაო პერიოდი ემთხვევა სკოლის სასწავლო სემესტრს
ბ)სამოქალაქო კლუბი
მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
გ)კლუბის სამუშაო
საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.
სამოქალაქო კლუბის საკონტაქტო ინფორმაცია
1. სკოლის
დასახელება: საჩხერის რაიონის სოფ.კორბოულის N2 საჯარო სკოლა
2. სკოლის
ტელეფონი: 577 94 72 00
3. სკოლის
ელექტრონული -ფოსტა:korboulimeore@gmail.com
4. სკოლის
Skype ID :korboulis2skola
5. დირექტორის
სახელი,გვარი:გელა მაჭარაშვილი
6. დირექტორის
მობილური 577 94 72 00 599 16 84 37
8. სამოქალაქო
კლუბის სახელი: „მძლევარი“
9. სამოქალაქო
კლუბის ლიდერი: თამარ მაქაძე
10. კლუბის
ლიდერის მობილური: 598 20 84 22
11. სამოქალაქო
კლუბის მეურვე პედაგოგის სახელი,გვარი:ნანა სისვაძე
12. სამოქალაქო
კლუბის პედაგოგის მობილური: 595 32 60 65